საზაფხულო ხილის სალათა
- Mariami Zakutashvili
- Jan 15, 2019
- 1 min read
რეცეპტის ინგრედიენტები
2⁄3 ჭიქა ფორთოხლის წვენი1⁄3 ჭიქა ლიმონის წვენი1⁄3 ჭიქა ყავისფერი შაქარი1⁄2 ჩ/კ ფორთოხლის გახეხილი კანი1⁄2 ჩ/კ ლიმონის გახეხილი კანი1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი2 ჭიქა კუბიკებად დაჭრილი ანანასი2 ჭიქა უყუნწო და დაჭრილი მარწყვი3 ცალი გათლილი და დაჭრილი კივი3 ცალი დაჭრილი ბანანი2 ცალი ფორთოხალი1 ჭიქა ყურძნის მარცვლები2 ჭიქა მოცვი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1
დადგით ქვაბი საშუალოზე მაღალ ცეცხლზე. ჩაასხით ფორთოხლის წვენი, ლიმონის წვენი; ჩაყარეთ შაქარი და ციტრუსების ცედრა. მიიყვანეთ დუღილამდე, დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ, სანამ არ შესქელდება, დაახლოებით 5 წუთით. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, შეურიეთ ვანილის ექსტრაქტი და დადგით გრილ ადგილას გასაცივებლად.
2
ამასობაში დაჭერით ყველა ხილი და ფენებად ჩაალაგეთ დიდი ზომის მინის თასში შემდეგი თანმიმდევრობით: ანანასი(სურვილისამებრ), მარწყვი(სურვილისამებრ), კივი, ბანანი, გათლილი და დანაწევრებული ფორთოხალი, ყურძენი(სურვილისამებრ), მოცვი. მოასხით სალათას მომზადებული ხილის სოუსი და შედგით მაცივარში 3-4 საათით. გემრიელად მიირთვით!
Commentaires