გამომცხვარი ორაგული
- Mariami Zakutashvili
- Jan 15, 2019
- 1 min read
რეცეპტის ინგრედიენტები
700 გრ. ორაგულის ფილეზეითუნის ზეთიმარილი და პილპილი2 ს/კ კარაქი1 ს/კ დაჭრილი ოხრახუში
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე.
2
ორაგულის ფილეს ორივე მხარეს ზეითუნის ზეთი მოასხურეთ. შეაზავეთ მარილითა და პილპილით და ოთახის ტემპერატურაზე 20 წუთით გააჩერეთ. საცხობ ლანგარზე დააფინეთ ალუმინის ფოლგა და ორაგული ზედ გადაიტანეთ.
3
ორაგული ღუმელში შედგით და დაახლოებით 10 წუთით აცხვეთ. გამოიღეთ ღუმელიდან და წაუსვით 2 ს/კ კარაქი. თევზისათვის დამდნარი კარაქი ერთგვარი სოუსია. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და გემრიელად მიირთვით.
Comentários