სუში ორაგულით
- Mariami Zakutashvili
- Jan 15, 2019
- 1 min read
რეცეპტის ინგრედიენტები
1 ჭიქა სუშის ბრინჯი1 ს/კ ბრინჯის ძმარი4 ცალი ნორის ფურცელი1⁄2 ცალი ავოკადო105 გრ. ორაგული (ქილის)1⁄2 ცალი სიგრძეზე დაჭრილი კიტრი1 ცალი გახეხილი სტაფილოსოიოს სოუსი მისართმევად
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1
მაღალ ტემპერატურაზე ქვაბში მოათავსეთ ბრინჯი და 1 ½ ჭიქა ცივი წყალი. დააფარეთ და აადუღეთ. შეამცირეთ ტემპერატურა და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთით, ან ბრინჯის მოხარშვამდე და წყლის შეწოვამდე. გადმოდგით გაზქურიდან და გააჩერეთ 5 წუთით.
2
ბრინჯი და ძმარი თასში მოათავსეთ და კარგად აურიეთ. ბოლომდე გააგილეთ და თან მუდმივად ურიეთ.
3
1 ცალი ნორის ფურცელი პრიალა მხრით ქვემოთ სპეციალურ ბამბუკის დასაფენზე მოათავსეთ. ბრინჯის ნაზავი და დანარჩენი ინგრედიენტები 4 თანაბარ ნაწილად გაყავით. სველი ხელებით ბრინჯის ნაზავის ¼ ნაწილი ნორის ფურცელზე გადაიტანეთ და 3 სმ სიგანეზე კიდეები ცარიელი დატოვეთ. ბრინჯზე, თქვენკენ, სიგრძეზე დაჭრილი ავოკადოს ¼ ნაწილი დაალაგეთ. ¼ დაქუცმაცებული ორაგულის ფილე, სიგრძეზე დაჭრილი კიტრის და გახეხილი სტაფილოს მეოთხედი ნაწილი ავოკადოს გვერდით მოათავსეთ. ბამბუკის დასაფენით სუში მჭირდოდ გადაახვიეთ. გაიმეორეთ მსგავსად დარჩენილი ინგრედიენტებით.
4
თითოეული ხვეულა 4 ნაწილად დაჭერით. შემოახვიეთ შესაფუთი ცელოფანი. მიითვით სოიოს სოუსთან ერთად.
Commentaires