ორიგინალური საუზმე
- Mariami Zakutashvili
- Jan 15, 2019
- 1 min read
რეცეპტის ინგრედიენტები
8 ცალი კრუასანის მზა ცომი8 ნაჭერი მოხარშული ბეკონი1⁄2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა1⁄2 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა5 ცალი კვერცხი1 ჭიქა გახეხილი ჩედარიმარილი და პილპილი გემოვნებით1 ცალი კვერცხი თავზე მოსასმელად
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 190 C–ზე.
2
კვერცხები თასში ათქვიფეთ და შეურიეთ დაჭრილი წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. წვით კვერცხი ტაფაზე ისე, რომ ერბო–კვერცხი მიიღოთ.
3
პერგამენტის ქაღალდზე დაალაგეთ კრუასანის 8 ცალი ცომი ვარსკვლავის ფორმის მსგავსად.
4
თითოეულ ცომზე დააწყეთ ბეკონის ნაჭერი. წრიულად მოაყარეთ ჯერ ყველის ნახევარი, შემდეგ ერბოკვერცხი და ბოლოს ისევ დარჩენილი ყველი.
5
გადმოკეცეთ კრუასანები. შეგიძლიათ, სურვილისამებრ, თავზე მოუსვათ გათქვეფილი კვერცხი, რაც ცომს ოქროსფერ შეფერილობას მიანიჭებს.
6
აცხვეთ 20 წუთით, სანამ კრუასანის ცომი არ გადაიბრაწება.
Comments