შოკოლადის პიცა
- Mariami Zakutashvili
- Jan 15, 2019
- 1 min read
რეცეპტის ინგრედიენტები
1 ცალი პიცის ცომი2 ჩ/კ გამდნარი კარაქი1⁄4 ჭიქა ნუტელა1⁄2 ჭიქა ნახევრადტკბილი შოკოლადის ნატეხები2 ს/კ რძიანი შოკოლადის ნატეხები2 ს/კ თეთრი შოკოლადის ნატეხები2 ს/კ მოხალული თხილი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 230 C-ზე, ღუმელის ცხაური ღუმელში ქვემოთ მოათავსეთ. დააფინეთ პერგამენტი.
2
ცომი 23 სმ ზომის წრედ გააბრტყელეთ და წინასწარ გამზადებულ ლანგარზე გადაიტანეთ.
3
თითებით ცომის მთელ ზედაპირზე ჩაღრმავებები გააკეთეთ.
4
ცომს კარაქი გადაუსვით და აცხვეთ გახრაშუნებამდე და გადაბრაწვამდე, დაახლოებით 20 წუთით.
5
ღუმელიდან გამოღებისთანავე გადაუსვით ნუტელა, შემდეგ მოაყარეთ ნახევრადტკბილი, რძიანი და თეთრი შოკოლადის ნატეხები.
6
აცხვეთ 1 წუთით, სანამ შოკოლადი დადნობას დაიწყებს.
7
მოაყარეთ დაჭრილი მოხალული თხილი.
8
დაჭერით და გემრიელად მიირთვით.
Comments