top of page

საზაფხულო ხილის სალათა

  • Writer: Mariami Zakutashvili
    Mariami Zakutashvili
  • Jan 15, 2019
  • 1 min read

რეცეპტის ინგრედიენტები

2⁄3  ჭიქა ფორთოხლის წვენი1⁄3  ჭიქა ლიმონის წვენი1⁄3  ჭიქა ყავისფერი შაქარი1⁄2  ჩ/კ ფორთოხლის გახეხილი კანი1⁄2  ჩ/კ ლიმონის გახეხილი კანი1   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი2   ჭიქა კუბიკებად დაჭრილი ანანასი2   ჭიქა უყუნწო და დაჭრილი მარწყვი3   ცალი გათლილი და დაჭრილი კივი3   ცალი დაჭრილი ბანანი2   ცალი ფორთოხალი1   ჭიქა ყურძნის მარცვლები2   ჭიქა მოცვი

რეცეპტის მომზადების საფეხურები

1

დადგით ქვაბი საშუალოზე მაღალ ცეცხლზე. ჩაასხით ფორთოხლის წვენი, ლიმონის წვენი; ჩაყარეთ შაქარი და ციტრუსების ცედრა. მიიყვანეთ დუღილამდე, დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ, სანამ არ შესქელდება, დაახლოებით 5 წუთით. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, შეურიეთ ვანილის ექსტრაქტი და დადგით გრილ ადგილას გასაცივებლად.

2

ამასობაში დაჭერით ყველა ხილი და ფენებად ჩაალაგეთ დიდი ზომის მინის თასში შემდეგი თანმიმდევრობით: ანანასი(სურვილისამებრ), მარწყვი(სურვილისამებრ), კივი, ბანანი, გათლილი და დანაწევრებული ფორთოხალი, ყურძენი(სურვილისამებრ), მოცვი. მოასხით სალათას მომზადებული ხილის სოუსი და შედგით მაცივარში 3-4 საათით. გემრიელად მიირთვით!

Commentaires


© 2019 by Mariam Zakutashvili For Btu Final Exams

bottom of page